შეფასების რუბრიკები

მოსწავლეთა თხზულების შეფასება
კრიტერიუმების ჩამონათვალი
N
კრიტერიუმები
კრიტერიუმთა განმარტებანი
მაქსიმალური
ქულა
I
დავალების ადეკვატური გაგება და გააზრება
მოსწავლეს მოეთხოვება დავალების ადეკვა-
ტური გაგება და მისი სიღრმისეული გააზრება.
2
II
ნაშრომის აგება
მოსწავლეს მოეთხოვება მსჯელობის თანა-
მიმდევრულობის დაცვა, აბზაცების გამოყოფა და ნაშრომის მონაკვეთების ლოგიკური დაკავ-
შირება ერთმანეთთან.
2
III
მსჯეობის დასაბუთება
მოსწავლეს მოეთხოვება მსჯელობის დასაბუ-
თება და არგუმენტების გამყარება შესაბამისი მაგალითებით.
4
IV
დამოუკიდებელი აზროვნე-
ბა და ზოგადი განათლება
ნაშრომში უნდა გამოვლინდეს მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნება,შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა, აგრეთვე, ზოგადი განათლება და ფართო ერუდიცია,.
3
V
ლექსიკა და სტილი
მოსწავლეს მოეთხოვება აზრის ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდ გამო-
ხატვა, აგრეთვე, ნაშრომის სტილისტური ერთგვაროვნების დაცვა.
3
VI
სინტაქსი
მოსწავლეს მოეთხოვება სინტაქსური კონსტრუქციების სწორად აგება.
3
VII
მორფოლოგია, ორთოგრა-
ფია და პუნქტუაცია
მოსწავლეს მოეთხოვება სალიტერატურო ენის ნომრების (მორფოლოგია, ორთოგრაფია,პუნქტუაცია) დაცვა
3

I კრიტერიუმი
N
დაველების ადეკვატური გაგება და გააზრება.
ქულები
1.
დავალება ადეკვატურადაა გაგებული და გააზრებული
2
2.
დავალება ნაწილობრივ არაადეკვატურადაა გაგებული და გააზრებული
1
3.
დავალება მთლიანობაში არაადეკვატურადაა გაგებული და გააზრებული
0 ნაწერი აღარ სწორ-
დება

II კრიტერიუმი
N
ნაშრომის აგება
ქულები
1.
ნაშრომი კარგადაა ორგანიზებული, მონაკვეთები თანამიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, აბზაცები სწორადაა გამოყოფილი.
2
2.
ნაშრომში ნაწილობრივ დარღვეულია ტექსტის ლოგიკა და/ან აბზაცები არასწორადაა გამოყოფილი.
1
3.
ნაშრომში დარღვეულია ტექსტის ლოგინა და/ან იგი ორგანიზებული არ არის
0

III კრიტერიუმი
N
მსჯელობის დასაბუთება
ქულები
1.
მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული და არგუმენტები გამყარე-
ბულია შესაფერისი მაგალითებით.
4
2.
მსჯელობა მთლიანობაში დასაბუთებულია, თუმცა ცალკეულ შემთხვევე-
ბში არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან მოხმობილი მაგალითები არაადეკვატურია
3
3.
მსჯელობა ზერელედაა დასაბუთებული, ხშირ შემთხვევაში არგუმენტები არადამაჯერებელია.
2
4.
მსჯელობა ძალზე ზოგადია, არგუმენტების მოხმობისას დაშვებულია უზუსტობა ან ფაქტობრივი შეცდომა
1
5.
მსჯელობა დასაბუთებული არ არის.
0

IV კრიტერიუმი
N
დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება
ქულები
1.
ნაშრომი მკაფიოდ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნებ-
ების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა და ფართო ერუდიცია.
3
2.
ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზრ-
ოვნების უნარი, თუმცა მკაფიოდ გამოვლინდა მისი ერუდიცია; ანდა ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნე-
ბის უნარი,შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა, თუმცა ნაწილობრივ გამოვლინდა ერუდიცია.
2
3.
ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა მოსწავლის ერუდიციაცა და და-
მოუკიდებელი აზროვნების უნარიც; ან არ გამოვლინდა კანდიდატის და-
მოუკიდებელი აზროვნების უნარი, თუმცა ნაწილობრივ გამოვლინდა ერუდიცია; ანდა ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, მაგრამ არ გამოვლინდა ერუდიცია.
1
4.
ნაშრომში არ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და ერუდიცია.
0
V კრიტერიუმი
N
ლექსიკა და სტილი
ქულები
1.
ნაშრომში აზრი ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდაა გა-
მოხატული, შერჩეულია დასმული ამოცანის შესაფერისი სწილი და და-
ცულია ნაშრომის სტილისტური ერთგვაროვნება.
3
2.
ნაშრომში აზრი ენობრივად (ლექსიკონურად) ზუსტად დამკაფიოდაა გა-
მოხატული, შერჩეულია დასმული ამოცანის შესაფერისი სტილი და და-
ცულია ნაშრომის სტილისტური ერთგვაროვნება, თუმცა გვხვდება ორიო-
დე სტილისტური ხარვეზი.
2
3.
ნაშრომში აზრი გასაგებია, თუმცა ლექსიკა მწირია, გვხვდება რამდენიმე სტილისტური ხარვეზი.
1
4.
თხზულება ლექსიკონურად და სტილისტურად გაუმართავია.
0

VI კრიტერიუმი
N
სინტაქსი
ქულები
1.
ნაშრომში არ არის დაშვებული სინტაქსური შეცდომა.
3
2.
ნაშრომში დაშვებულია ერთი სინტაქსური შეცდომა.
2
3.
ნაშრომში დაშვებულია ორი სინტაქსური შეცდომა.
1
4.
ნაშრომში დაშვებულია ორზე მეტი სინტაქსური შეცდომა.
0

VII კრიტერიუმი
N
მორფოლოგია, ორთოგრაფია და პუნქტუაცია
ქულები
1.
ნაშრომში არ არის დაშვებული ორზე მეტი ამ ტიპის შეცდომა.
3
2.
ნაშრომში არ არის დაშვებული ხუთზე მეტი ამ ტიპის შეცდომა.
2
3.
ნაშრომში არ არის დაშვებული ცხრაზე მეტი ამ ტიპის შეცდომა.
1
4.
ნაშრომში დაშვებულია ცხრაზე მეტი ამ ტიპის შეცდომა.
0



No comments:

Post a Comment